თეგებით ძიება

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა - TBC Capital

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაცას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა” აქვეყნებს, სადაც ბაზარზე არსებული ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ,,2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $303 მილიონს მიაღწია (+26% წ/წ).

ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 21%-ით გაიზარდა და 3,408-ს გაუტოლდა.

საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 3%-იან ზრდას წარმოადგენს.

საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $10.3-ს გაუტოლდა (+1% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგებმა 8.3% შეადგინა (-0.1პპ წ/წ)", - აღნიშნულია ანგარიშში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა