თეგებით ძიება

"ქოცები ხო იდიოტები არიან და ოპოზიცია იმაზე უარესი იდიოტი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპაბნია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ტელევიზიებში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

"ამბავი არის ასეთი: კანონში ცვლილებების მიღებისას ქოცნებას შეეშალა, აებურდა მუხლები ერთმანეთში და ტელევიზიების ნაწილი ამ შეცდომის გამო აღარ ვართ ვალდებული უფასო პოლიტიკური რეკლამა განვათავსოთ. პარტიებს ვუხსნით, რომ ასეა და პირველად ჩვენგან ესმით, არადა პარლამენტში სხედან. ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით. მე რა მენაღვლება. ძალიან მომწონს ეს ამბავი. მაგრამ წარმოიდგინეთ რა შარში ვართ: ქოცები ხო იდიოტები არიან და ოპოზიცია იმაზე უარესი იდიოტი. კანონებს ისე იღებენ, აზრზე არ არიან რას წერენ. და ამათ ხელშია ეს ქვეყანა. კიდევ კარგად ვართ", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა