თეგებით ძიება

"ძალიან საწყენია... სიტყვებიც ისეთი გესლითაა ნასროლი..." - რას წერს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერებისა და კოვოდვაქცინირებულთა დაპირისპირებას ეხმაურება:

"ის რაც დღეს ხდება, ძალიან საწყენია
ვაქცინის გამო ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს მტრობენ
საზოგადოება ბანაკებად დაიყო და ერთმანეთის ლანძღვა-გინების მეტი არსებითად აღარაფერი ხდება სოციალურ ქსელში
სიტყვებიც ისეთი გესლითაა ნასროლი, დიდხანს დარჩება სამიზნეში
ოდესღაც დასრულდება ეს კოვიდიც და ვნახავთ, რომ არ ღირდა ამად… რომ სიყვარული და პატივისცემა უფრო მეტს მიგვაღწევინებდა
ვცეთ ერთმანეთს პატივი და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით ყველამ გააზრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობას…
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით", - წერს ღოღობერიძე ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა