თეგებით ძიება

"ძალიან ბევრი ვერ ბედავს იმას, რაც ამ პოლიციელმა გაბედა" - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გორელი პოლიციელის ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ეს ვიდეო ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ამხელს და ადასტურებს შემდეგს:

1. ამ ხელისუფლების რყვნისა და ხრწნის პროცესი უკვე შეუქცევადია.
2. მთელი ვერტიკალი, მათ შორის პოლიცია დაბეჩავებულია და არის ერთი კაცის პირად მორჩილებაში.
3. ძალიან ბევრი პოლიციელი ვერ ბედავს იმას, რაც გაბედა ამ პოლიციელმა და უსიტყვოდ ემორჩილება ყველა უკანონო ბრძანებას.
4 პოლიციელები არიან ოლიგარქისა და მისი მარიონეტების ტყვეობაში და ჩვენი ვალია დავიხსნათ ისინი ამ ტყვეობიდან", - წერს ნიკა მელია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა, თამაზ ჯოხაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა ვიდეო, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისგან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა