თეგებით ძიება

"საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები" - ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საკოორდინაციო საბჭოს მიერ საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება:

"მთავრობავ,
საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები და მხოლოდ იმდენი ადამიანი აუშვა დაახლოებით, რამდენიც სკამია და მკაცრად გააკონტროლო ნიღბები. მძღოლის კაბინასთან უნდა იდოს ყუთი ნიღბებით და ყველა უნიღბოს გადაეცეს.
ცოდოა ხალხი. რითი იარონ უბრალო მოქალაქეებმა?
იგივე უნდა მოხდეს მეტროშიც.
სრული გაჩერება გამოიწვევს წარმოუდგენელ საცობებს და ამ ხალხს გადაამისამართებთ კერძო მანქანების კიდევ უფრო მცირე სივრცეში", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა