თეგებით ძიება

"სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ" - ნიკა მელია დმანისის ინციდენტზე კალაძესა და კობახიძეს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია დმანისში დღეს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" ლიდერებს, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

"დმანისში ზონდერები მიუვარდნენ ჩვენს კანდიდატს და დაჭრეს მისი 2 მხარდამჭერი
ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს - არ შეგარჩენთ", - წერს ნიკა მელია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა