თეგებით ძიება

"ავლაბარში პიტბული თავს დაესხა ბიჭს, მან დანა მუცელში გაუყარა ძაღლს, დაახლოებით 15-ჯერ დაარტყა...ყოჩაღ იმ ბიჭს" - შემზარავი ისტორია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლუკიანე ფეიქრიშვილი თბილისში, ავლაბარში მომხდარ შემზარავ ისტორიაზე სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ასე 3 საათზე ავლაბარში პიტბული გაექცა პატრონს და თავს დაესხა ახალგაზრდა მამაკაცს,
ბიჭმა იყოჩაღა მარცხენა ხელი მოკეცა და დაახვედრა ძაღლს,
ძაღლმა ხელში ჩაავლო და ჩაკეტა,
ბიჭმა კი მარჯვენა ხელით დაიწყო მუშაობა,კერძოდ ურტყავდა ნეკნებში ძაღლს და რამდენიმე წამში ჯიბიდან დანა ამოიღო,სავარაუდოდ კნოპკიანი დანა,რომელიც ძალიან სწრაფად გახსნა ერთი ხელით და პირდაპირ მუცელში გაუყარა ძაღლს,
დაახლოვებით 15 ჯერ დაარტყა და იქვე გამოაყრევინა ნაწლავები...
შემდეგ ხელი გაითავისუფლა და საკუთარი მანქანით გავარდა ალბათ ექიმთან.

არვიცი ნამოდნიკი ქვია მგონი პირზე რომ უკეთებენ ძაღლს,მაგის გარეშე ძაღლის გასეირნება მგონი არუნდა იყოს დაშვებული და კიდევ ცხოველები მეც მიყვარს,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ რესტორანში,მაღაზიაში,მეტროში და ა.შ თამამად და ღიმილით უნდა ატარონ ძაღლები,რაცარუნდა საყვარელი იყოს შენი ძაღლი მე სულ მკიდია და მაღიზიანებს როდესაც ვჭამ და გვერდით ძაღლი ყავთ შემოყვანილი,
ან ხელში უჭირავთ,პატრონებს გონიათ ყველა ღიმილით შეხვდება და მოეფერება ცხოველს,მაგრამ ეს ასე არაა,მე არ მაინტერესებს შენი საყვარელი ცხოველი,სახლში გყავდეს ან გარეთ ასეირნე შენთვის,
- და კიდევ ჩემს თვალში ყველა გამო*ლევებულია ვინც ძაღლს ადამიანთან აიგივებს,ვინც ფიქრობს რომ ადამიანებს და ცხოველებს თანაბარი უფლებები აქვთ, მოუხედავად იმისა რომ ბევრი ძაღლი ბევრ ადამიანს სჯობს, ადამიანი მაინც პრიორიტეტია...
ნებისმიერი ძაღლი რომელსაც შეუძლია დაგლიჯოს ადამიანი ან წარუშლელი ზიანი მიაყენოს,
თავდასხმის შემთხვევაში მიახვრიტეთ ადგილზე...
P.S ყოჩაღ იმ ბიჭს", - წერს ფეისბუქმომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა