თეგებით ძიება

"Sos ! იქნებ გადავრჩეთ!..ყიდიან ემიგრანტებს...რა სენი უღებს ბოლოს ემიგრაციას"

"Sos ! იქნებ გადავრჩეთ!!" - იტალიაში, ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოეტი, ლელა ლაჩაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი ემიგრანტების ღალატზე, გაყიდვასა და თანადგომის აუცილებლობაზე წერს.

"არვიცი როგორ დავიწყო საუბარი მენტორული ტონით რომ არ გამომივიდეს ნათქვამი...ძალიან გული მტკივა, შევეცდები ავხსნა რა ხდება, რა სენი უღებს ბოლოს ემიგრაციას, მოურჩენელი და ულმობელი. ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ, თუმცა საჭიროა მეგობრებო. მაშ ასე:
დავიწყებ იმით რომ დალხენილი ადამიანი აქ არ ჩამოდის სამუშაოდ, არ ტოვებს ოჯახს და ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვან შვილებს. მოდიან ისინი ვინც ბანკის ვალს ვეღარ აუვიდა გაყიდა ყველაფერი, ან ავადმყოფის წამლის ფულად ან სხვა უარესი ყოფითი პრობლემის გამო. ჩამოდის და ენის უცოდინრობა ჯერ ისეც დიდი ბარიერია სამომავლოდ სამსახურის შოვნისათვის და რას ვშვრებით ჩვენ აქ დამხვდურები? როგორ ვხვდებით გაუბედურებულ ადამიანს? რომელიც ისეც დაბნეული და უსუსურია ახალ, შეუჩვეველ გარემოში... როგორ და მთელი სისასტიკით: ეგრედწოდებული "დამსაქმებლების" ხელში ჩავარდნილებს არანაირი დანდობა არა აქვთ ქართველებისგან. ზიან თვეობით მათმიერ ნაქირავებ სოროებში და ელოდებიან როდის იშოვნის დამსაქმებელი სამუშაოს რომელიც არც კი იცის შეიძლება გაუსაძლისიც აღმოჩნდეს და ერთითვე ძლივს იმუშაოს, თუმცა ვალდებულია პირველივე ხელფასიდან გადაუხადოს ფული რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს მისგან ამ სამსახურში. (ხშირშემთხვევაში მთელი ხელფასი.) აღარაფერს ვიტყვი მათი მხრიდან ამაზრზენ საქციელზე როდესაც ერთი და იგივე სამსახურს მრავალჯერ ყიდიან იტალიელებთან შეკრულები და კიდევ სხვა უამრავი მაქინაციებით, არის ქალაქები, სადაც გამაოგნებელი პირობებით ასაქმებენ ქართველებს და ეს კიდევ სხვა თემაა_ აქ, ეგრედწოდებული იტალიური "აჯენციებია" ჩართული სადაც იტალიელებთან ერთად ყიდიან ემიგრანტებს, სინჯავენ გასაყიდი ცხენებივით და მერე ისე შეაგდებენ სამსახურში არც აჩვენებენ სად და რა ტიპის სამსახურში შეჰყავთ, უნებართვოდ იქიდან გამოსულებს კი სჯიან იმით რომ კუთვნილ ხელფასს აღარ აძლევენ და სამუდამოდ ტოვებენ უსამსახუროდ ანუ "ბლოკავენ". "ხემ თქვა ცული ვერაფერს მიზავდა ჩემი გვარის რომ არ ერიოსო" აქაც ქართველები რომ არ იყვნენ გარეულნი იტალიელი ვერაფერს დაგვაკლებდა...გული მტკივა რანაირად შეიძლება, ეშველოს ამას როცა უკვე ჩვეულებრივმა ემიგრანტმაც დაიწყო საკუთარი სამუშაოს გაყიდვა და ხშირად იმით ამართლეს ამ საქციელს, რომ თავად ფული ჰქონდა გადახდილი სამსახურში და რა დგან მიდის ისე არ "შეიყვანს" სხვას ის თანხა თუ არ ამოიღო. არის მესამე კატეგორიაც, თავად რომ არ გადაუხდია ფული და სხვას სთხოვს!
რანაირად გადარჩება საქართველო თუ აქ უცხო ქვეყანაში ერთმანეთს გვერდით არ დავუდექით! თუ ყველა სისაძაგლე ვაკეთეთ და არ დავინდეთ ერთმანეთი არ ვიცი!
ემიგრანტებო იქნებ დროა ყველამ ამოვიღოთ ხმა და ვებრძოლოთ ამ სამარცხვინო სენს, რომელიც ზურგში დანისჩარტყმის ტოლფასია გაჭირვებას გამოქცეოლი თანამემამულისათვის!
მომიტევეთ უფრო ლმობიერი თუ ვერ ვიყავი...- წერს ლელა ლაჩაშვილი ფეისბუქ გვერდ "ქართული დიასპორა იტალიაში".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა