“გამოსავალი ცუდი სადაც არის, 98% აუცრელია” – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოხვედრილი კოვიდინფიცირებულების 95%, ხოლო რეანიმაციაში მოხვედრილების 98% აუცრელია. გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეპიდვითარება გართულებულია.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ისევ დაიწყო მე-5 ტალღის ყველა მონაცემი არის, უარესდება სიტუაცია, დელტა შტამი საკმაოდ ვერაგი აღმოჩნდა.
საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია. რეანიმაციაში ვინც ხვდება, 98% აუცრელია. სამწუხაროდ, გამოსავალი ცუდი სადაც არის, 98% აუცრელია. უნდა გავითავისოთ, ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – ამბობს გამყრელიძე.
ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად საქართველოში ვაქცინირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
17 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 2 260 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებულია – 902 660, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ია.