თეგებით ძიება

"ვფიქრობ, ბასილაშვილის წინასაარჩევნო და სხვა სახის რეკლამებში გამოჩენა სწორი არ არის" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის თბილისის მერობის კანდიდატ, კახა კალაძის მხარდაჭერის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, სანამ ძალადობასთან დაკავშირებით სპორტსმენის სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მისი საარჩევნო რეკლამაში გამოჩენა მართებული არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვგულშემატკივრობ ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილს, თვალს ვადევნებ მის გამოსვლებსა და შრომისმოყვარეობას, რაც ძალიან მახარებს, მაინც, ვფიქრობ, რომ ვიდრე ძალადობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მის წინასაარჩევნო და სხვა სახის რეკლამებში გამოჩენა სწორი არ არის.

სიმართლე იციან ყიფილმა მეუღლეებმა ნეკამ და ნიკამ. ვის მიმართ გვაქვს პირადი სიმპატიები, ამან სიმართლის დადგენას ხელი არ უნდა შეუშალოს.
უმჯობესია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ.

დაკიდევ, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი საერთო შვილის, ლუკასის ინტერესების დაცვა, რაც, მგონია, რომ საკმარისად დაცული არ არის", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა