თეგებით ძიება

"ვერ გასაჯაროვდება ეს ინფორმაცია" - ნიკა გვარამია ეგზიტპოლებზე

"მთავარი არხის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განმარტებით, ეგზიტპოლების შედეგებს ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროებს.

"მეგობრებო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ეგზიტპოლის მიმდინარე შედეგების მოკითხვისგან. ვერ გასაჯაროვდება ეს ინფორმაცია და ნუ მაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, შეხედეთ, რას შვრება ოცნება უბნებზე. ამაზე უკეთესი ეგზიტპოლი არ არსებობს.
იმედია, დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს 20 ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა