თეგებით ძიება

"ბოლოს და ბოლოს როდის უნდა გადავიდეს ქვეყანა ელექტრონულ ხმის მიცემაზე?" - თამარ ივერი

მეცო-სოპრანო, თამარ ივერი სოციალურ ქსელში, საქართველოში არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარების ინიციატივით გამოდის.

"აი ახლა რამდენი ადამიანი ვერ ახერხებს ჩასვლას მის ქალაქში,სადაც ჩაწერილია,რამდენიც უცხოეთშია და ვერ აძლევს ხმას?ბოლოს და ბოლოს როდის უნდა გადავიდეს ქვეყანა ამერიკასავით ელექტრონულ ხმის მიცემაზე? ასევე,პარალელურად,საარჩევნო უბნებშიც ხმის მიცემა ელექტრონულად იყოს,ვისაც იქ მისვლის სურვილი აქვს ან მისი ბინიდან ხმის მიცემა არ შეუძლია,ვისაც სახლში კომპიუტერი არ აქვს,ვინც ასაკოვანია და არ გაეგება კომპიუტერის,ან სოფელშია და არ იცის ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა.მათ ყველას მოემსახურონ ასისტენტები და ერთხელ და სამუდამოდ აღარ იყოს მუდმივად ამ კარუსელებზე საუბარი,ცერა თითზე სითხეების დასხმა და მუდმივი წუწუნი რომ ვიღაც დამკვირვებელმა მაყვალა ან ჟუჟუნა დეიდამ ბღუჯა -ბღუჯა ბიულეტენები ჩაყარა ყუთში და მათ კუნთებზე და მარიფათზე იყოს უბნის მონაცემები დამოკიდებული!!", - წერს ფეისბუქზე თამარ ივერი.

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები ჩატარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა