თეგებით ძიება

"არჩევნები გაუქმებულია!.. ჯერ მერობა და მერე მიშას სიცოცხლე - ამაზე ბრიყვული არაფერი შეიძლება იყოს! " - მაია ნადირაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე 30 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ არჩევნები გაუქმებულია.

"ევრიკა - არჩევნები გაუქმებულია!
რაც მთავარია 29 დღე ხომ ვემზადეთ ამ გაუქმებულისთვის, არაფრისთვის გვეცალა, ყველა და ყველაფერი დავიკიდეთ, იმისთვის რომ
კიდევ ერთხელ და მესამედ, პირდაპირ ეთერში გვენახა კინო სათაურით -
“ვაშაა, მოვიგეთ…უიჰ, წავაგეთ”.

(წაგვართვეს, აგვახიეს, დაგვჩაგრეს, მოგვატყუეს, იძალადეს… რაც გინდა აირჩიეთ, თარგმანში არ დაიკარგოს რამე)
ახლა ის მაინტერესებს, რამე სხვისთვისაც გცალიათ, თუ ჯერ გლოვა გვაქვს და “ახლა ამის დრო არ არის” რეჟიმში უნდა ვიყოთ?!
რჩევაზე და შენიშვნაზე გაფუჭებული რძესავით რომ იჭრებით, ეგ უკვე ვიცით!

ციყვი გალიაში უფრო ძნელად პროგნოზირებადია, ვიდრე დღევანდელი მოცემულობის “გამოცნობა” იყო.
ხოდა, ასეთ დროს, როცა პოსტ ფაქტუმ ამბობ, რაც წინასწარ უნდა გცოდნოდა, მოგება შვებულებაშია ან გასულია მომსახურების ზონიდან.
ვწუხვარ, გული შემტკივა და ქედს ვიხრი იმ ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი არ დაზოგა ამ უმეთაურო ბრძოლაში. გმადლობთ და მომიტევეთ, რომ მეტი არაფერი შემიძლია.

P.S. რომ არა პუტინის ციხეში გამომწყვდეული მიხეილ სააკაშვილი, ამასაც კი არ დაგიწერდით… ჯერ მერობა და მერე მიშას სიცოცხლე - ამაზე ბრიყვული არაფერი შეიძლება იყოს!

Go UNM, Go!", - წერს მაია ნადირაძე.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცესკოს წინასწაროი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა