თეგებით ძიება

„ჩემი ოჯახის წევრები საშინლად წინააღმდეგი იყვნენ" - სალომე ღვინიაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონში მონაწილეობს, ამბობს, რომ ოჯახი პროექტში მის მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა.

„ჩემი ოჯახის წევრები საშინლად წინააღმდეგი იყვნენ – მეუღლეც და შვილებიც. არც ერთმა არ მომიწონა გადაწყვეტილება, მაგრამ პრინციპული ხასიათი მაქვს და უკან არ დამიხევია. ალბათ ეშინოდათ და არ სჯეროდათ ჩემი, მაგრამ ახლა ყველა ძალიან ბედნიერია. ზურაც კმაყოფილია. ისე ვნერვიულობდი, ბოლო რამდენიმე ღამე არ მეძინა. პირველი ეთერის შემდეგ ზურამ მითხრა, თუ ასე კარგად ცეკვავდი, ტყუილად რატომ მანერვიულებდიო. აქამდე ცეკვასთან შეხება საერთოდ არ მქონია. მხოლოდ კლუბებში ვცეკვავდი“, – ამბობს სალომე ღვინიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა