თეგებით ძიება

"ყვარელში ვისაუბრეთ მიშას წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში და რა იყო მისი დაწერის მიზანი" - გიული ალასანია

დღეს ყვარელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლში,  მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე.

მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის გარდა, პოლიტიკური ლიდერები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

დღეს ვართ ყვარელში, სადაც გვაქვს მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ამ წიგნის შესახებ: როგორ იწერებოდა ის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში. ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო ამ წიგნის დაწერის მიზანი. და საერთოდაც, ვისაუბრეთ იმ რთულ მდგომარეობაზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პერსპექტივა გვაქვს და როგორი ხალხის განწყობა", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ყვარელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა