თეგებით ძიება

,,ველოდები, ხელისუფლება და სააკაშვილის ვიზიტორები როდის დაადასტურებენ ჩემს ვერსიას” – რა ინფორმაცია აქვს ბონდო მძინარაშვილს

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

,,კიევში დაკავებული სააკაშვილი სპეცრაზმის მანქანიდან რომ ჩამოსვეს, გახსოვთ?!

ჰოდა, აი, რატომ:

სააკაშვილს აქვს კლაუსტროფობია, ანუ დახურული სივრცის შიში. სპეცრაზმის მანქანაში ჩატენილს და სპეცრაზმელებთან ერთად მყოფს შეტევა დაემართა და კინაღამ მოკვდა. სპეცრაზმის მეთაური ცენტრს დაუკავშირდა და “კლიენტის” მდგომარეობა აცნობა. ცენტრიდან ბრძანება მოვიდა, – სასწრაფოდ გაეშვათ.

უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, პოროშენკოს არაფერში სჭირდებოდა სააკაშვილის გვამი!

რუსთავის ციხის საკანში სააკაშვილი გაბრუებული მოათავსეს, რასაც მისი არაადეკვატური ღიმილიც ადასტურებდა, ახლა კი შფოთვითი აშლილობა გაუძლიერდა, ისტერიკაშია და სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

ვისაც აინტერესებს, რატომ დადიან ადვოკატები და რატომ უშვებენ ორი-სამ ვიზიტორ დეპუტატს ყოველდღე, ასევე ხან უკრაინის რადას დეპუტატ ლიზა იასკოს და ხანაც – დედამის გიული ალასანიას, პასუხია: სააკაშვილის კლაუსტროფობიის გამო!

სააკაშვილი ნელ-ნელა ეჩვევა დახურულ სივრცეს, ამ მდგომარეობას კი ყოველდღიური ვიზიტებით ამსუბუქებენ და მედიკამენტებით აკონტროლებენ!

სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არ გამოუშვებენ, ხოლო სასამართლოში მისი გადაყვანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის არაადეკვატურობის გამო!

P. S. ველოდები, ხელისუფლება და სააკაშვილის ვიზიტორები როდის დაადასტურებენ ჩემს ვერსიას. მათ ძალიან კარგად იციან პაციენტის უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, თუმცა მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს ამბობენ, რადგან სააკაშვილის ქმედუუნაროდ გამოცხადებას სპეციალური ექსპერტიზა სჭირდება, ეს კი ამ ეტაპზე ხელს არავის აძლევს!

P. S. უკრაინიდან საქართველომდე ტრაილერის მაცივრით მგზავრობას სერიოზულად არც განვიხილავ. ამიტომ, ამ სპექტაკლს ნუ შემახსენებთ", - წერს მძინარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა