თეგებით ძიება

“ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი მოიკითხეთ ვინმემ? ვნერვიულობ ცოტა არსად რომ არ ჩანან” – თეა თუთბერიძე

“ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი მოიკითხეთ ვინმემ, ხომ მშვიდობა აქვთ, ვნერვიულობ ცოტა არსად რომ არ ჩანან” – წერს სოციალურ ქსელში “კმარას” ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე.

თეა თუთბერიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოუწოდებს, სასწრაფო წესით უნდა დაიწყონ შიმშილობა პარლამენტში ენმ-ის იმ დეპუტატებმა, ასევე ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოების, გაეროსა და NATO წარმომადგენლობების წინ.

“ვერავინ ვერ მიხსნის რატომ არ ხდება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრების ორგანიზებულად გადანაწილება ევროკავშირის ქვეყნების, ასევე ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოების, გაეროსა და NATO წარმომადგენლობების წინ და შიმშილობის გამოცხადება მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო წესით სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით!!! 34-ე დღეა შიმშილობის, გესმით თქვენ ეს რას ნიშნავს?! რითი ან როგორ შეიძლება გაიმართლოს თავი თითოეულმა თქვენგანმა იმ ადამიანს რომ რამე დაემართოს ძალიან მაინტერესებთ. გარწმუნებთ, ვერცერთი თქვენგანი ვერ მონახავთ თქვენი უმოქმედობის გამართლების ვერანაირ საფუძველს! ის რასაც შესაძლოა თქვენ დღეს აკეთებთ არ მუშაობს და არც იმუშავებს (თუ რატომ ეგ ვრცელი თემაა და სხვა დროს იყოს მაგაზე) და შესაბამისად ითვლება უმოქმედობად!უპირველესი საზრუნავი ახლა ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა დღეს და რუსთავის ციხესთან თუნდაც რამოდენიმეათასკაციანი აქციები ამას არ უშველის! კი ბატონი გააგრძელეთ ეგეც თუ გნებავთ, მაგრამ იფიქრეთ სხვა შედეგის მიღწევის რეალურ გზებზედაც! ნუ ელოდებით მიშას ინსტრუქციებს ციხიდან თუ რა უნდა ქნათ.ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ და კიდევ ერთელ დაგიწერთ, სასწრაფო წესით უნდა დაიწყოთ შიმშილობა პარლამენტში ენმ-ის იმ დეპუტატებმა ვისაც მანდატები ჯერ კიდევ არ დაგიტოვებიათ, ასევე ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოების, გაეროსა და NATO წარმომადგენლობების წინ. მოთხოვნა, სასწრაფო წესით მოხდეს მათი მხრიდან ხელისუფლების იძულება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე! მე სხვა ამაზე ეფექტურ გზას დღეს მაგ ვითარებაში ვერ ვხედავ და თქვენ თუ ხედავთ დაგვანახეთ რომ ეგ გზები მუშაობს!P.S. დიდი ხნით შიმშილობა არ მოგიწევთ, მაქსიმუმ ერთი კვირა! ადამიანი 34-ე დღეა შიმშილობს და მოიკელით ცოტა კომფორტი რამოდენიმე დღე მაინც!P.S.p.s. ხო კიდევ, ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი მოიკითხეთ ვინმემ, ხომ მშვიდობა აქვთ, ვნერვიულობ ცოტა არსად რომ არ ჩანან. – წერს თეა თუთბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა