თეგებით ძიება

“ეკონომიკის ზრდის დინამიკით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ" – ეს სიმართლეა, თუმცა უდიდესი ტრაგედიაა და აგიხსნით” - ოთო აბესაძე

ეკონომისტი, ოთო აბესაძე მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ეკონომიკის ზრდაზე საუბრობდა.

“ქილიკით რომ აზიარებთ ეკონომიკის მინისტრის ფრაზას “ეკონომიკის ზრდის დინამიკით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ” ეს სიმართლეა თუმცა უდიდესი ტრაგედიაა და აგიხსნით რატომ:

დავუშვათ, რომ თქვენ არ გაქვთ შემოსავალი. მე ორშაბათს მოგეცით 100 ლარი, სამშაბათს 200, ოთხშაბათს 400, ხუთშაბათს 800 და პარასკევს 1600 ლარი. თქვენი შემოსავლის ზრდის დინამიკა (დღიდან დღემდე კვირის განმავლობაში) იქნება 100% და ამ კვირის შემოსავლი გაიზრდება 1500%- ით. მოცემული ზრდის დინამიკით თქვენ გაასწრებთ ილონ მასკს (მართლა) მაგრამ რეალურად 3100 ლარი გექნებათ და ილონ მასკს 253 მილიარდი დოლარი

იგივეა საქართველოს შემთხვევაშიც. პოსტ ლოკდაუნის პერიოდში ჩვენი ეკონომიკა კიარ დაპაუზდა, არამედ წავიდა მინუსებში. შესაბამისად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (სრული ლოკდაუნი იყო შარშან) ემიგრანტის მიერ გამოგზავნილი 300 ევროს დახურდავებაც უკვე ეკონომიკური შედეგია და იძლევა პოზიტიურ დინამიკას.

მიხვდით ხომ? ციფრებით ჟონგლიორობა”, - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა