თეგებით ძიება

"ჩემი ტოპოგრაფიული კრეტინიზმის ამბავი ბევრჯერ მაქვს მოყოლილი..." - რას წერს ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი ტოპოგრაფიული კრეტინიზმის ამბავი ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, საკუთარ სახლს რო ვერ ვაგნებ, ქალმა გამრეკელის ქუჩა სადააო რო მკითხა და რუსთავში რო გავუშვი და რა ვიცი კიდე რამდენი ასეთი ისტორია. ეხლა ბაღის მარშრუტზე გავიწაფე. ყველა მძღოლს ძაან თავდაჯერებულად ვეუბნები – წადი აბაშიძით, ჩაუხვიე ბაზალეთზე და მერე მარცხნივ ფალიაშვილზე. გგონიათ დავიმახსოვრე ბაზალეთი რომელია? ჯერ ერთი, აქამდე სულ მცოდნე მძღოლები მხვდებოდნენ და თვითონ იცოდნენ, მე კიდე ერთადერთი რაც ვიცი, აბაშიძიდან სანამ ჩაუხვევ, ზედ კუთხეში ხელმარჯვნივ კედელზე დიდი ასოებით აწერია FUCK და ამით ვხვდები რო ბაზალეთია. ხოდა ეს რატო მოვყევი ეხლა – მძღოლი შემხვდა, აბაშიძემდე ძლივს გავიყვანე და მერე ბაზალეთი რომელიაო რო მკითხა და პასუხის მერე კიდე რო მკითხა ეგ ფაქ რაღააო და მე რო გადავუთარგმნე, ემაგის მოყოლა მინდოდა მეტი არაფერი ჩემო ტკბილებო", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა