თეგებით ძიება

"10 მეტრი კლდე ჩამოანგრიეს... სამართალს ვერ ნახავ ამ ქვეყანაში" - გიორგი ფხაკაძე მერიას მიმართავს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თბილისის მერიას მიმართავს:

"ეს წერილი შევიტანე ქ.თბილისის მერიაში 23 სექტემბერს 2021 წელს.
პასუხი ისეთი მივიღე მერიიდან (შეხვედრა იყო მერიაში) რომ ყბა ჩამომივარდა, ისეთები ისაუბრეს.
ჩემი ლაივი დავდე ჩემი სახლიდან, რომელიც 300,000-მა ადამიანმა ნახა და რეაქცია იყო…..
იხილეთ, ჩემი განცხადება, რომელიც მერიაში წარვადგინე…… იმის მერე კიდევ 10 მეტრი კლდე ჩამოანგრიეს
ეს რომ მავნებლობა, ფაქტია, და იცით რა, ხალხში ისეთი შეგრძნებაც არის დატოვებული, რომ ვინც არ უნდა იყო, რაამდენმა ადამიანმაც არ უნდა ნახოს და შეწუხდეს ამ ამბით, სამართალს ვერ ნახავ ამ ქვეყანაში…. არც იურიდიულს არც ადამიანურს…. ქალაქულ სამართალზე ხომ საერთოდ საუბარი აღარ არის…..
რა ვიცი, ვაკე გახდა “ევროპა” დანარჩენი….

გიორგი ფხაკაძე,

23 სექტემბერი 2021

საკითხი ეხება: მშენებლობას - ქ. თბილისში, ლადო ასათიანის N22-ის (საკადასტრო კოდი 01.18.03.068.003) - განიხილოს მწვანე სივრცის შექმნა ქალაქის ცენტრში

მოგესალმებით.

გავეცანი ქ. თბილისში, ლადო ასათიანის N22-ის (საკადასტრო კოდი 01.18.03.068.003) დემონტაჟის ნებართვის განცხადებას (AR1653964) და ამ ტერიტორიაზე ასაშენებლად წარდგენილ სასტუმროს წინასწარ ესკიზს (AR1662835 და AR1664366) და მშენებლობის ნებართვას - AR1758456 გაცემული 15/07/2020. ვაფიქსირებთ ჩემს და ჩემი მეზობლების პოზიციას:

1.​ვეწინააღმდეგები ამ ისტორიული შენობის დანგრევას. არსებული შენობა უნდა შენარჩუნებულიყო და მომხდარიყო მისი განახლება / რეკონსტრუქცია.

2.​პროექტის თანახმად, ასათიანის 22-ში იგეგმება სასტუმროს გახსნა. როგორც მოგეხსენებათ, უბანი მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. კომერციული შინაარსის მხოლოდ პატარა მაღაზიები და ჰოსტელებია. ესკიზში დახაზული დიდი სასტუმრო უბნის ხასიათს არანაირად არ შეესაბამება.

3.​ნებისმიერი გამონაკლისი ქ. თბილისის ტერიტორიებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში უბნის მოსახლეობას უნდა ეცნობოს და მოხდეს მათი აზრის გაგება და გაზიარება რაც არ მომხდარა.

4.​დამოუკიდებელი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტის დასკვანში ცალსახად მითითებულია, რომ უნდა შენარჩუნდეს შენობის წინ არსებული მწვანე სკვერი. ის დატანილია თბილისის ახალ გენგეგმაზე. ესკიზის მიხედვით დამკვეთი აპირებს შენობის განთავსებას ამ სივრცეში და მის თითქმის მთლიანად ათვისებას. ამის დაშვება მიუღებელია.

5.​შენობის უკანა ბუნებრივი მაღლობისა და კლდის (სოლოლაკის ქედის ნაწილი) ხედების შესანარჩუნებლად, განახლებული შენობა იმავე მოცულობის უნდა იყოს ანუ სამი სართული 13.4მ როგორიც არსებული და არავითარ შემთხვევაში მასზე მაღალი და დიდი. მშენებელმა ვერ უნდა შეძლოს უკან კლდის (სოლოლაკის ქედის) გათხრა, რაც ახალი გენგეგმის მიხედვით რეკრეაციული ზონაა, და ვერც არსებული შენობის წინ მწვანე სივრცეში მშენებლობა.

6.​შენობის სიმაღლის გაზრდას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. არსებული სამ სართულიანი შენობა 13,4 მეტრისაა. პროექტი და არსებული დოკუმენტაციით შენობა ესკიზის მიხედვით სასტუმროს იქნება 6 სართულიანი + ტერასა (თითქმის 7 სართული) და სიმაღლეში 19,7 მეტრის იქნება, რაც თითქმის 7 მეტრიან ანუ 40%ტამდე ზრდას ნიშნავს. ეს დაბლოკავს ხედს (და ესლ კარგად ჩანს რენდერებში) სოლოლაკის ქედსა და ქართლის დედაზე. ამის დაშვება არ შეიძლება.

7.​პროექტში ნაჩვენები ახალი შენობის დიზაინი შეუფერებელია ამ უბნისთვის. ასეთი შენობა ვერ შეერწყმება გარშემო არსებულ მე-19- და მე-20 საუკუნის შენობებს. ასათიანის 22-მა უნდა შეინარჩუნოს ძველი ხედი და ხიბლი, რაც თბილისური სტილისა და ისტორიული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია. ეს შესაბამისობაშიც იქნება ამ ისტორიულ უბანთან და მნიშვნელოვანიც ტურისტებისთვის.

8. პროექტი არ ითვალისწინებს საქართველოს არსებულ სამართებლივ საფუძვლებს ამ ტერიტორიასთან მიმართებაში:

8.1. ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა;:
სამართლებრივი საფუძვლები: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 25 მარტის N13/08/855 წერილი (რეგისტრაციის ნომერი:N07/21992-13)

8.2. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;:

სამართლებრივი საფუძვლები: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტისმინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 25 მარტის N13/08/855 წერილი (რეგისტრაციის ნომერი:N07/21992-13)

8.3. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;:

სამართლებრივი საფუძვლები: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტისმინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 25 მარტის N13/08/855 წერილი (რეგისტრაციის ნომერი:N07/21992-13)

8.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დადგენილება №14-392016 წლის 24 მაისი და შესაბამისი წვლელბის საფუძველზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა არის შეჩერებული თბილიში.

მოვითხოვ:

1/ შეჩერდეს არსებული მშენებლობა.

2/ შეჩერდეს კლდის ნგრევა (პროექტში გათვალისწინებულია 7.2 მეტრამდე კლდის ბურხვა რომ მოეწყოს დამხმარე ფართები) რომილოც იწვევს ირგვლივ არსებული ისტორიული შენობების დაზიანებას/ნგრევას. ამ ნგრევის შედეგი უკვე ნატელია (ლადო ასათიანის 18 და 16 ისტორიული შენობები უფრო დაზიანდა და ბზარები გადიდდა). ჩემი კუთვნილი ბინას გაუჩნდა ბზარები.

3/ შეჩერდეს სოლოლაკის კედის კლდის ნგრეავა (არსებულ პროექტშიც კი არ რის გათვალისცინებული ამ კლდის ნგრევა/განაშენიანება და ეს პროცესი აზიანებს ისტორიულ კლდეს).

4/ პროექტი გადაიხედოს და იკნას მოყვანილი პირვანდელ (ისტორიული შენობის) პარამეტერებში (სიმაღლე 13.4მ) და ასევე იკნას გაცემული მკაფიო პასუხი რის საფძველზე 3 სარტულიანი 13.4 მეტრიანი შენობა მიიხო კოეფიციენტის ზრდა სიმაღლეში 40% მეტით და გახდა 20 მეტრაზე მეტი (სახურავის გათვალისწინებით)

7.5 სართულიანი შენობა. და შენობის უკანან ნაწილი კიდევ უფრო აწეულია 2 სართულით.
5/ გთხოვთ ამიხსნათ რის საფუძველზე იკნა გაცემული აღნიშნული პროექტი და რა საკანონმდებლო ჩარჩოები იქნა გამოყენმებული. გთხოვთ ასევე ამიხსნათ ეს პროექტი თუ ჯდება ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო ჩარჩოებში:

5.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დადგენილება №14-392016 წლის 24 მაისი და შესაბამისი წვლელბის საფუძველზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა არის შეჩერებული თბილიში.

5.2. ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა;:
სამართლებრივი საფუძვლები: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 25 მარტის N13/08/855 წერილი (რეგისტრაციის ნომერი:N07/21992-13)

5.3. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;:
სამართლებრივი საფუძვლები: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტისმინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 25 მარტის N13/08/855 წერილი (რეგისტრაციის ნომერი:N07/21992-13)

5.4. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;:
სამართლებრივი საფუძვლები: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტისმინისტრის პირველი მოადგილის 2009 წლის 25 მარტის N13/08/855 წერილი (რეგისტრაციის ნომერი:N07/21992-13)

6. რის საფუძველზე მოხდა ისტორიული მარანის დანგრევა აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა ზომები მიიღო მერია მის დასაცავად.

7. რატომ ქ. თბილისი მერია არ განიხილა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეექმნა სარეკრიაციო სივრცე (მცვანე კუძულის/ბაღის). რატომ არ შესთავაზა ინვესტორს სხავა ალტერნატიული ფართი. ამ ადგილიდან იხსნებას საკმაო უნიკალური ხედი ქართლის დედაზე, ზემო და ქვემო ბეთლემის ეკლესიებზე, ნარიყალას გალავანზე და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ სივრცის მწვანე სივრცეთ ათვისება იკნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის საუკეთესო ალტერნატივა.

8. ამ ტარიტორიის საზოგადოებრივი სივრცეთ გადაკეთება ექნაბე საკმოდ დიდ პოზიტიური ეფეკტი ახლო მდებარე მოსახლეობისთვისი ასევე შექმნის ქალაქის ცენტრში კიდევ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან მცვანე სივრცეს და ტურისტებისთვის იქნება საკმაოდ დიდი მიმზიდველობის ცენტრს.
გთხოვთ განიხილოთ ამ ტერიტორიის გემოსყიდვის/შენაცვლეობის საკითხი რათა გაშენდეს პარკი/სკვერი სადო ასთიანის 22 ტერიტორიაზე", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა