თეგებით ძიება

"გული ჩამეწვა... მსხვერპლს ეძებენ.. ჩავხტი და გავიქეცი...გამომეკიდნენ, გაჩერდი, თორემ პატრულში დავრეკავთო" - როგორ გადაარჩინა სტუდენტები გიგა მაქარაშვილმა

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას აზიარებს, რომელიც 3 სტუდენტ გოგოს ეხება.

"ავტობუსში 3 სტუდენტი გოგო უბილეთობის გამო მაგრად შეჯორა კონტროლიორმა. შემდეგ გაჩერებაზე შემოწმება იქნება და სამივეს მიგაჯარიმებენო, მეტის ღირსები ხართო.
გული ჩამეწვა, არადა 1,3₾ მაქვს ქეშად სულ.
გაჩერდა ავტობუსი ბოლო გაჩერებაზე და ის დამჯარიმებლები დგანან, მაღალი და სუსტი ქალი და დავალი და მრგვალი კაცი. აკონტროლებენ ყველა კარს, თვალებით მსხვერპლს ეძებენ..
ჩავხტი ავტობუსიდან და მთელი ძალით გავიქეცი.
ორივე გამომეკიდა, გაჩერდი, გაჩერდი, თორემ პატრულში დავრეკავთო.
კაი 100 მეტრი სირბილის მერე გავჩერდი.
ქოშინებდა ორივე საწყლად. ბილეთი ვაჩვენე. ატრიალეს ხელში, მზეზე გახედეს, დასუნეს და გაკვირვებულებმა დამიბრუნეს .
სამივე გოგო უჯარიმოდ მივა დღეს სახლში.

პ.ს. არ ქონდათ და სცხვენოდათ, თორემ უნდა გადაეხადათ, ამაზე არ ვდაობთ!
ეს ამბავი 2019 წელს, ამ დღეს მოხდა.

მაშინ მგზავრობა 50 თეთრი ღირდა ", - წერს მაქარაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა