თეგებით ძიება

“სააკაშვილის 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება” – თამთა მეგრელიშვილი სიას აქვეყნებს

საჯარო სამართლის ექსპერტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების მოკლე სია არის წარმოდგენილი.

“გთავაზობთ იმ პირთა მცირე ნუსხას, ვისაც 1 ლარად გადასცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო ქონება 2007-2012 წლებში.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

თბილისის მერის -გიგი უგულავას

ძმის ირაკლი უგულავას კომპანიას

სახელწოდებით შპს „ჯეო ლენდი“,

მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას

მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას

ასევე სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე, აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.

აუცილებელია სახელმწიფო ქონების გასხვისება მოხდეს მხოლოდ აუქციონისა და კონკურსის წესით.

კარგია რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით აღარ ხდება გაურკვეველი კრიტერიუმებით ამგავრი წესით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრების გასხვისება.

რაც შეეხება 1 ლარად “განიავებულ” სახელმწიფო ქონებას

ყველა იმ პირს, რომელმაც პრეზიდენტისგან 1 ლარად მიიღო საჩუქარი, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება და სახელმწიფოს დაუბრუნდეს”, – წერს მეგრელიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა