თეგებით ძიება

„გარდაცვალება ვირუსმა გამოიწვია“- თემურ წიკლაურის შვილი ეკა კვალიაშვილს პასუხობს

„რუსთავი 2-ის“ ეთერში, ტოქშოუში „ღამის პრაიმ-თაიმი“ კოორნავირუსთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა. როგორც მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა თქვა, მას კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკის არ სჯერა. ასევე, არც იმის, რომ თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა. "პრაიმთაიმი" თემურ წიკლაურის შვილს დაუკავშირდა.

„ეკა ოჯახის წევრი არ არის და ნამდვილად არ იყო საქმის კურსში, გასულ წელს რა მოვლენებიც ხდებოდა, როდესაც მამა ავად გახდა. ის კორონავირუსით დაინფიცირდა და შემდეგ, თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე დამძიმდა და გარდაიცვალა. არ ვიცი, ეკა რას გულისხმობს. მაგრამ, ის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ოჯახი ვიყავით კორონავირუსით ინფიცირებულები. შემდეგ, მამა დამძიმდა. რაც გინდათ, დაუძახეთ. ვირუსმა გამოიწვია გარდაცვალება“, - ამბობს ქეთი წიკლაური „პრაიმთაიმთან“ საუბრისას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა