თეგებით ძიება

"სიბერეში შეძენილმა მეგობრებმა დაასაფლავეს..." - რას წერენ მარტოხელა მოხუცზე, რომელიც სოციალურად დაუცველი იყო

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა კვიჟინაძე ფეისბუქზე 83 წლის მარტოხელა მოხუცზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სოციალურად დაუცველი ქალი მეგობმებმა დაკრძალეს.

"წლების წინ, ჩემს მეზობლად გადმოვიდა. უყვარდა ახალგაზრდობის გახსენება, ისე აღწერდა ხოლმე, როგორ გამოდიოდა “საერთო აბანოდან(მარჯანიშვილზე დავდიოდიო)” “დატალღული” თმით, და როგორ მოსწონდა, რომ მოხდენილს ყველა ამჩნევდა, მეც წარმოვიდგენდი ხოლმე. ამბობდა, ფრანგული სუნამო სულ მქონდაო… მაღალ პოზიციებზეც მუშაობდა, თურმე… ახალგაზრდობის ფოტოც მაჩვენა, აღვფრთოვანდი, მართლაც ლამაზი იყო. ჰო, სიბერეშიც კი… მიუხედავად მისი, (ბოლო ათეული წელი, ალბათ,) მდგომარეობისა, იყო სოციალურად დაიცველი, მარტოხელა 83 წლამდე (თუ სწორად მახსოვს) ქალბატონი, არასოდეს გაბოროტებულა! არ მახსოვს, ვინმე აუგად მოეხსენებია, როგორც მისი გადმოცემით ვიცი, დიდი ამაგი ჰქონდა დისშვილებზე, ძმისშვილებზე… ეს ისე, წამოცდებოდა ხოლმე, დეტალებს არ უღრმავდებოდა. იშვიათად გვსტუმრობდა და თუ შემოვიდოდა, არც ლაპარაკით შეგაწუხებდა, ცოტახანს ისაუბრებდა და მიდიოდა. კარი სულ ღია ჰქონდა და ლიფტის ხმოს გაგონებაზე, გამოვიდოდა და გზას დაგილოცავდა. ძალიან უყვარდა სხვების პატივისცემა, დაოჯახების აღსანიშნავადაც კი საჩუქარი გამომიგზავნა … წარმოიდგინეთ, 300 ლარს როგორ ანაწილებდა… სიბერეში შეძენილმა მეგობრებმა დაასაფლავეს, არავის სანათესაოდან არ მოუკითხავს… ეს ალბათ, ბევრის მთქმელია, არავის სჭირდებოდა უფულო, ქონებადაკარგული მოხუცი… მეგობრების გარდა! ეს უკანასკნელი კი იმედის მომცემია! ღმერთმა გაანათლოს ჯული ბებო!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა