თეგებით ძიება

"ფრთხილად იყავით, მოერიდეთ ქარიან და მზიან ამინდში გარეთ ყოფნას" - ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:


"21.02.2022-27.02.2022 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.

თხილის (Corylus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი!
პ.ს. კვიპაროსის ალერგიის მქონე ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, მოერიდეთ ქარიან და მზიან ამინდში გარეთ ყოყნას. თქვენი ექიმისგან მიიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები მედიკამენტურ მკურნალობასთან დაკავშირებით", წერს კულუმბეგოვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა