თეგებით ძიება
24. 02. 2022 მსოფლიო

ოკუპანტები ჩერნობილის დაკავებას ცდილობენ, ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა - უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელესნკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას. ჩვენი დაცვის სამსახურები საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. ეს არის მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გამოცხადება" , - წერს ტვიტერზე ზელესნკი.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ ეტაპზე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობენ. სამხედრო აგრესიის შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები როგორც სამოქალაქო პირებში, ასევე სამხედრომოსამსახურეთა რიგებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა