თეგებით ძიება
04. 10. 2024 მსოფლიო

ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის დაძვრისას ამოქმედდა - რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი დაიღუპა

ავტომანქანის აფეთქების შედეგად, უკრაინაში, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებები ადასტურებენ.

ანდრიი კოროტკის მანქანის ქვეშ დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის დაძვრისას ამოქმედდა.

უკრაინის დაზვერვა მას ომის დანაშაულებში და ოკუპაციის პერიოდში პრორუსული ღონისძიებების ორგანიზებაში სდებდა ბრალს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა