"არ მგონია, არალეგიტიმურ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს" - ნიკა მელია
ხვალ 12:00 საათიდან, მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს. ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და ქუჩის აქციებით იმუქრება.
"პარლამენტი, რომელიც არ აღიარა დასავლეთმა, არ აღიარებს არავინ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ, პრეზიდენტმა პირველი სხდომა არ ჩანიშნა, კოალიცია "ცვლილებისთვის" და სხვა პარტიებიც, დიახაც, არათუ ვაპირებთ, ამაზე განცხადებებიც არაერთხელ არის გაკეთებული, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. თუ კიდევ გახდება საჭირო განცხადებების დაწერა, მალევე დაიწერება ეს განცხადებებიც. არალეგიტიმურ პარლამენტში, არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის თანათავმჯდომარე ნიკა მელია.