ტრამპი "ოცნებას" საქმეებს ისე დაულაგებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე - მამუკა ხაზარაძე
ტრამპის პრეზიდენტობა „ქართული ოცნების“ სავალალოდ - დასრულდება - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ამერიკის არცერთი პრეზიდენტიკლეპტოკრატიას და რუსული ტიპის მმართველობას არ შეეგუება.
აშშ და ტრამპი ისე დაულაგებს „ქართულ ოცნებას“ საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე. ამერიკის არცერთი პრეზიდენტი, მითუმეტეს, ადმინისტრაცია, არ შეეგუება კლეპტოკრატიას, იმ რუსული ტიპის მართვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა საქართველოში, სადაც მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია და ბოლოს, რუსული სცენარით მოიპარეს ქართველების მომავალი, წაართვეს მათ ხმა და არჩევანი. ამიტომ, ეს ყველაფერი დამთავრდება „ქართული ოცნების“ სავალალოდ, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.