შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ გეგმავენ, საერთო არაფერი აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან, პარლამენტთან - ვაშაძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე 25 ნომებრის გეგმებზე საუბრობს და მოქალაქეებს პროტესტზე შეერთებისკენ მოუწოდებს.
დღეს 24 ნოემბერს 21 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ. პარალელურად, ჩვენ გვიერთდებიან რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, ასევე დასავლეთ საქართველო შეიკრიბება აქ, რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე. ჩენი მსვლელობის პარალელურად, გაიმართება მანქანებით მსვლელობა მთელ ქალაქში, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით, ორი საათის მანძილზე, ჩვენ კი განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის მანძილზე ვაპირებთ დარჩენას იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ თითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ გეგმავენ, საერთო არაფერი აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან, პარლამენტთან. ეს იქნება, უბრალოდ, თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და აღიარება არ ექნება ჩვენი მხრიდან.
ამიტომ, უნორჩილესად გთხოვთ ყველას, მობრძანდით 21:00 სასათზე დღეს რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავაკეთოთ ეს მსვლელობა და მეორე, უმორჩლესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ ანუ დაეთხოვეთ სამსახურში , აიღეთ შევბულება და შემოგვიერთდით მთელი დღის მიმდინარე აქციის ფარგლებში, რომელიც იქნება უწყვეტად საღამოს 21:00 საათიდან. ამინდი ძალიან კარგია, როგორც თქვენ ხედავთ, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, მაქსიმალურად მობრძანდეთ ყველა და დავდგეთ ერთად ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.