თეგებით ძიება

I კვარტალში იპოთეკური სესხების რაოდენობა 12,800-მდე გაიზარდა, საპროცენტო განაკვეთი - შემცირდა

2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 1.28 მილიარდი ლარის ღირებულების 12,835 იპოთეკური სესხი გასცეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 34%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 20%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 99.6 ათას ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემული იპოთეკების საშუალო ღირებულება 89.5 ათას ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის მარტში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.88% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.45 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა