თეგებით ძიება

თბილისში კერძო სახლები გაძვირდა - როგორია ფასები უბნების მიხედვით

2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.8%-ით, ხოლო წლიურად 3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით კერძო სახლების სეგმენტში 1.1%-იანი მატება დაფიქსირდა. ეს კი მაშინ, როცა წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით კერძო საცხოვრისების ფასი 1.8%-იან მატებას აჩვენებს.

2026 წლის პირველ კვარტალში თბილისის უბნების მიხედვით, კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირდა და ფასი 1 კვ.მ-ზე საშუალოდ 4 835 ლარს შეადგენდა.

ამავე პერიოდში 1 კვ.მ კერძო სახლის ფასი ყველაზე დაბალი ნაძალადევში იყო და საშუალო ფასი 2 594 ლარით განისაზღვრებოდა.

როგორ შეიცვალა კერძო სახლების ფასი ერთ წელში თბილისის უბნების მიხედვით

თუ გადავხედავთ კერძო სახლების ფასის ცვლილებას დედაქალაქის უბნების მიხედვით, უმეტესად ზრდა ფიქსირდება - გამონაკლისია ისანი, გლდანი და ნაძალადევი.

კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ ისანში 1 კვ.მ-ის კერძო სახლის ფასი წლიურად უცვლელი დარჩა. გლდანის შემთხვევაში ფიქსირდება ფასების 6.2%-იანი, ხოლო ნაძალადევში 6.3%-იანი კლება.

კერძოდ, 2026 წლის პირველ კვარტალში 1 კვ.მ კერძო სახლის საშუალო ფასები ასე გამოიყურებოდა:

  • მთაწმინდა - 4 835 ლარი;
  • ვაკე - 4 500 ლარი;
  • დიდუბე - 4 242 ლარი;
  • საბურთალო - 3 471 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 249 ლარი;
  • ისანი - 3 172 ლარი;
  • სამგორი - 3 164 ლარი;
  • კრწანისი - 3 164 ლარი;
  • გლდანი - 2 596 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 594 ლარი.

2025 წლის პირველ კვარტალში დედაქალაქში უბნების მიხედვით კერძო სახლების საშუალო ფასი კვ.მ-ზე კი ასეთი იყო:

  • მთაწმინდა - 4 687 ლარი;
  • ვაკე - 4 138 ლარი;
  • დიდუბე - 3 858 ლარი;
  • საბურთალო - 3 567 ლარი;
  • ისანი - 3 172 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 954 ლარი;
  • კრწანისი - 2 903 ლარი;
  • სამგორი - 2 780 ლარი;
  • გლდანი - 2 767 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 767 ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა