თეგებით ძიება

წელს, მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულებაა მოსალოდნელი - Galt&Taggart

2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, Galt & Taggart-ის გათვლებით, წელს 35 000 ბინის მშენებლობა დასრულდება, მაშინ როცა, გასულ წლებში 20 000 და უფრო ნაკლები იყო. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით კი, 18 000.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2027 წელს შემცირებას დაიწყებს დასრულებული ბინების რაოდენობა და 27 000 იქნება, 2028-29 წლებში კი კიდევ უფრო ნაკლები - 25 000.

Galt & Taggart-ი დასრულებული ბინების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს ბათუმშიც. საინვესტიციო ბანკი მიიჩნევს, რომ 2026 წლისთვის ბათუმში 18 000 მშენებარე ბინა დასრულდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წელს ბათუმში 13 000 ბინის მშენებლობა დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით გაცემულია 11.4 მლნ კვ.მ ფართობზე მშენებლობის ნებართვა, მათი 77% საცხოვრებელ შენობებზე მოდის, 8% - სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე, 5% - სასტუმროებზე, 4% - სავაჭრო ობიექტებზე, ხოლო 6% - დანარჩენ სხვაზე.

ყველაზე დიდი რაოდენობით მშენებლობის ნებართვები გაცემულია თბილისში (6.4 მლნ კვ.მ), შემდეგ მოდის აჭარა - 3.1 მლნ კვ.მ-ზე. დანარჩენი 1.9 მლნ კვ.მ კი - დანარჩენ რეგიონებზე მოდის.

ცნობისთვის, 2024 წელს უფრო მეტ ფართობზე 12 მლნ კვ.მ-ზე გაიცა სამშენებლო ნებართვები, რაც რეკორდული მაჩვენებელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა