თეგებით ძიება

1 კვადრატული 4 169 დოლარი - როგორია ბინების ფასი თბილისში კატეგორიების მიხედვით

2026 წლის მარტში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 352 მილიონ დოლარს მიაღწია (+33% წ/წ). ამის შესახებ „თიბისი კაპირტალის“ უძრავი ქონების შესახებ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

პუბლიკაციის მიხედვით ასევე ცნობილი ხდება, რომ ამავე პერიოდში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 32%-ით გაიზარდა და 4,031-ს გაუტოლდა. მსგავსი ზრდა დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული.

რაც შეეხება საშუალო გასაყიდ ფასს, კვადრატულ მეტრზე, ის 1,341 დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ 4%-იან ზრდას წამოადგენს.

ასევე, როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ, 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის მარტის მონაცემებით საშუალო გასაყიდი ფასი დოლარში, ერთ კვადრატულ მეტრზე, კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:

  • ლუქს კლასი - 4 169 დოლარი;
  • პრემიუმი + - 2 869 დოლარი;
  • პრემიუმი - 2 126 დოლარი;
  • კომფორტი - 1 465 დოლარი;
  • ეკონომი+ - 1 092 დოლარი;
  • ეკონომი - 803 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა