თეგებით ძიება

თბილისი რეგიონში საინვესტიციოდ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად რჩება - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

თბილისი რეგიონში საინვესტიციოდ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად რჩება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, საბა ჩახვაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„თბილისი რეგიონში საინვესტიციოდ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად რჩება ჯერ-ჯერობით.

აქაც გარკვეული კონტექსტი რომ შევქმნათ, 2023 წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი ქირის ფასის კუთხით. დღეს, 2024 წლის შემდეგ, უკვე დასტაბილურდა 9-10$-ის ფარგლებში და დღეს 10$-ის ფარგლებში გახლავთ ქირის ფასი.

მსგავსი ტრენდი გაიმეორა ქირის ამონაგებმაც, რომელიც არის ქირის ფასის ფარდობა გასაყიდ ფასთან. რომ შევხედოთ, დღეს ქირის ამონაგები არის 8.5%. წინა პერიოდს თუ შევადარებთ, მით უმეტეს, კოვიდამდელ პერიოდს, 8-9%-ის ფარგლებში გახლდათ ქირის საშუალო ამონაგებები, რაც საკმაოდ ჯანსაღი მაჩვენებელია დღეს მიმდინარე 8.5%.

გარდა ამისა, თუ შევადარებთ რეგიონში არსებულ სხვა დედაქალაქებს, საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. გარდა ამისა, საინტერესოა, სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებსაც თუ ავიღებთ და ერთ-ერთ პოპულარულს, ასე რომ ვთქვათ, სადეპოზიტო განაკვეთებს.

ლარის დეპოზიტის განაკვეთს მცირედით ჩამოუვარდება ქირის ამონაგები, თუმცა დოლარის განაკვეთზე მნიშვნელოვნად მაღლა დგას“, - აცხადებს საბა ჩახვაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა