თეგებით ძიება

თბილისის რომელ უბანში გაძვირდა/გაიაფდა ბინები?

2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 388 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 18.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის უახლესი კვლევიდან ვგებულობთ.

ასევე კვლევის თანახმად, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 16%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 16.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ყველაზე ძვირადღირებულ რაიონად კვლავ ვაკე სახელდება, ახალი პროექტების მეორად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი აქ კვადრატულ მეტრზე 2 660 აშშ დოლარია.

ვაკეში ფასების წლიური ზრდა 5.8%-ით, ხოლო მთაწმინდაზე წინა წელთან შედარებით ფასების კლება - 1.6%-ით დაფიქსირდა.

ასევე კვლევიდან ვგებულობთ, რომ საბურთალოს რაიონი მიმწოდებლების ბაზარზე ლიდერობს აქტიური მშენებლობების დაახლოებით 23%-ით. მას დიდი დიღომი და სამგორი მოჰყვებიან, რომლებსაც მშენებარე პროექტების 19% და 18% უჭირავთ.

Colliers-ის თანახმად, 2025 წელს ქალაქის საბინაო ბაზარმა 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა განიცადა, ხოლო ახალი მშენებლობების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა.

"ეს შენელება დიდწილად საკრედიტო ბაზარზე გამკაცრებას უკავშირდება, რადგან ბანკებმა ნაკლები სესხი გასცეს" - ვკითხულობთ კვლევაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა