თეგებით ძიება

როგორია ბინების ფასი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებში

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის ფასი დედაქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი რუსეთში, ხოლო ყველაზე იაფი თურქეთშია - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.

კერძოდ, კვლევის თანახმად, მოსკოვის ცენტრში 1 კვ.მ ბინის საშუალო ფასი 11 664 დოლარია, ერევანში - 3 146 დოლარი, თბილისში - 2 473 დოლარი, ბაქოში - 2 280 დოლარი, ხოლო ანკარაში - 1 622 დოლარი.

ქალაქები, სადაც ბინები ყველაზე ძვირია

აღსანიშნავია, რომ იმ ქალაქებს შორის, სადაც საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირია, შვეიცარიის ქალაქები ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, 10 ქალაქი ბინების სიძვირით, ასე გამოყურება:

ცუგი, შვეიცარია - 32 809 დოლარი;

ჰონგ-კონგი, ჩინეთი - 25 266 დოლარი;

ციურიხი, შვეიცარია - 25 141 დოლარი;

სინგაპური - 23 671 დოლარი;

ჟენევა, შვეიცარია - 23 087 დოლარი;

თელ-ავივი, ისრაელი - 22 608 დოლარი;

იერუსალიმი - 20 675 დოლარი;

ლუცერნი, შვეიცარია - 20 544 დოლარი;

ლოზანა, შვეიცარია - 19 796 დოლარი;

ნიუ-იორკი, აშშ - 19 711 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა