თეგებით ძიება
22. 11. 2024 მსოფლიო

დონეცკის პროკურატურის ცნობით, ქალაქ უგლედართან რუსეთის ძალებმა ხუთი უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან რუსეთის ძალებმა ხუთი უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის პროკურატურა ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, 2 ოქტომბერს რუსეთის ჯარისკაცებმა უგლედართან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეტევა მიიტანეს. შტურმის დროს მათ ტყვედ აიყვანეს ხუთი უიარაღო უკრაინელი სამხედრო, რომლებიც დახვრიტეს.

დონეცკის საოლქო პროკურატურა აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. დაწყებულია გამოძიება მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შემთხვევების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა