თეგებით ძიება

"ცრემლები თავისით მცვივა...ვერ ვიჯერებ და ამ მწარე რეალობას" - თათია შარანგიას ოჯახში ტრაგედიაა

ტელეწამყვანი, თათია შარანგია სოციალურ ქსელში მის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე წერს:

"ჩვენს დიდ ოჯახში მიწისძვრაა. ვამაყობდი, გულს მითბობდა, მაძლიერებდა რომ მამას 3 ძმა ყავდა. ყავდა? ვერ ვიჯერებ და ამ მწარე რეალობას ალბათ ვერც შევეგუები. ჩემი უსაყვარლესი ბიძა, ჩემი ფუმფულა ლევანი აღარ მყავს. გარდაიცვალა ისე ჩუმად, ისე წყნარად, როგორც ცხოვრობდა, არავინ შეაწუხა. გულმა უმტყუვნა. როგორ უღალატა გულმა, რომელიც ამხელა სიყვარულს იტევდა? რატომ უღალატა? რატომ აღარ ფეთქავს? დაიღალა? იქნებ დაღალა ამ ყალბმა ურთიერთობებმა, იქნებ დაღალა ამ განუკითხაობამ…

მთელი ბავშვობა მის მუცელზე ვხტუნაობდი. . მართლა. ის პუტკუნა იყო-მე პატარა. მათამაშებდა, მანებივრებდა, სოხუმში უცნაურ ადგილებში მმალავდა ხოლმე და მერე ერთად ვიცინოდით, როცა ვიხსენებდით, მთელი ოჯახი როგორ მეძებდა. თინეიჯერობის დროს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა სულ ჩემს გვერდით იყო. როცა ქალად ჩამოვყალიბდი ჩემი უპირობოდ ერთგული მეგობარი იყო. სად წახვედი ლიოვკა? რატომ გამიხეთქე გული და რატომ მოიყვანე სიკვდილი ასე ახლოს.

ჩვენს ოჯახში მიწისძვრაა. ცრემლები თავისით მცვივა და ყველა ოჯახის წევრს ერთად ვტირი. მაგრამ განსაკუთრებულად ჩემს დედოფალ ბების, რომელსაც სხვისი ტკივილი ისე ტკიოდა ხოლმე რომ გული ეგლიჯებოდა. ჩემს ბაბუს ვტირი, რომელიც კაცობით მოსულა აქამდე და მასზე გაბრაზებული ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. რა უსამართლო ყოფილა სამყარო. სიკეთე არ იკარგებაო? ამ ოჯახს სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია. მის მშობლებს სხვაზე ზრუნვის გარდა პრიორიტეტი არ ქონია. რატომ დაირღვა კანონზომიერება? რატომ იძვრის მიწა ჩვენს ოჯახში?

ლევანმა წლების წინ თვეების შვილი დაკარგა… ღირსეულად ატარა ეს ტვირთი. თუ კი რამ არსებობს, მინდა მჯეროდეს რომ 24 წლის ბიჭი დახვდა იქ სადღაც… უსასრულობაში… ", - წერს ტელეწამყვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა