თეგებით ძიება

რადგან ეს სკანდალი, მოახლოებული არჩევნებიდან საეჭვოდ ახლოს გასკდა, მაქვს გონივრული მოლოდინი, რომ .. - თეა გვასალია პაფ დიდის სკანდალზე

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

კი ვერ ვხსნი რატომ, მაგრამ ამერიკელი რეპერების (და არა მარტო), სკანდალმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ რაც მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო გაუკუღმართებულ გასართობებს ეძებს. 

არც ისაა საიდუმლო, რომ   ვარსკვლავების 90%-ს მხოლოდ ასეთ ორგიებში „გატესტვის“ შემდეგ უხსნიან გზას შოუ ბიზნესის მამები, დედები და „მამაშები“.  ჰოლივუდში კი არა, აგერ, ჩვენს ირგვლივ, ათიდან ხუთ, ერთი შეხედვით ბედნიერ ოჯახში  კარგად რომ ჩაიხედო, ისეთი დრამებს აღმოაჩენ, ეპშტეინს ყველაზე თამამ სიზმრებშიც რომ არ დასიზმრებია.

 ამიტომ   გულუბრყვილო კითხვების:  „ვაიმე, ბიონსეეც?“ „აქამდე რატომ არავინ ამოიღო ხმა“  ნაცვლად, სხვა, უფრო პრაქტიკული საკითხი მაინტერესებს. აგერ მე, ჰოლივუდიდან 11 000 კილომეტრის დაშორებით, კავკასიის მთებში ჩაკარგულ, ამერიკული მასშტაბებით ერთი ბეწო ქალაქში რომ ვიცოდი მსგავსი სოდომ-გომორის არსებობა, თქვენ CIA-ს და FBI-ს პატრონებმა,  მხოლოდ პაფ დადია თუ დიდის ყოფილი შეყვარებულისგან გაიგეთ ეს ამბავი და ყურებს არ დაუჯერეთ?

და რადგან ეს სკანდალი, მოახლოებული არჩევნებიდან  საეჭვოდ ახლოს გასკდა, მაქვს გონივრული მოლოდინი, რომ „ძიების პროცესში“ მსგავს ავხორცობაში არაერთგზის შემჩნეული, დონალდ ტრამპის სახელიც ამოტივტივდება. თუმცა ამ  ბინძურ თამაშებში, არც ის გამიკვირდება,  ისტორიას ო’ჰენრისეული დასასრული რომ აღმოაჩნდეს და  ოჯახური სიწმინდეებისა და ღირებულებების დამცველმა ტრამპმა,  რომელიმე დამწყებ  რეპერთან ჩახუტებული კამალას ფოტო აგვაფაროს სახეზე - წერს თეა გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა