თეგებით ძიება

"საქართველოში იმაზე საშიში მდგომარეობაა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო..." - რას წერს დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"საქართველოში იმაზე საშიში მდგომარეობაა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო - კრიზისულმა მდგომარეობამ
გააშიშვლა ყველაფერი:

30-წლიანმა პოლიტიკურმა აღვირხსნილობამ და
უპასუხისმგებლობამ საშინელი შედეგი მოიტანა, -
ხოლო
ინტელექტუალური ელიტის ღალატმა
(უდიდესი ნაწილისა) კი, -
რომელიც დისტანცირებული უნდა იყოს
ხელისუფლებებისგან და საკუთარ უზარმაზარ არადავალებით ფუნქციას ასრულებდეს პროგრესული
აზროვნების, განვითარების შიდა პროცესებში საზოგადოების სწორი ორიენტირების საქმეში, -
ისინი პროქსი-სერვის ჯგუფებად და საზიზღარი
იდეოლოგიის პროპაგანდისტებად აქცია, რამაც მას
საზოგადოებრივი ფუნქცია დაუკარგა!
ეს ორი ფუნდამენტური მიზეზია სავალალო მდგომარეობისა. შ ე დ ე გ ა დ,
ადამიანთა საკმაო ნაწილი მასობრივი ისტერიის
მდგომარეობაშია არაადეკვატური ქცევით,
რეალობის იგნორირებითა და საშინელი ტოტალიტარული
აგრესიით ერთმანეთისადმი.

ამ მასობრივ გონებააშლილობაში ყველაზე აქტიური, საუბედუროდ, ქალბატონები და ახალგაზრდა და საშუალო
ასაკის ადამიანები არიან (განურჩევლად სქესისა)!
მათი ქცევა, საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები
კატასტროფულია და პრიმიტიული და 120-140 წლით უკან აბრუნებს საზოგადოებას, როცა იდეოლოგიური სიშლეგეების გამო ადამიანები ერთმანეთის მტრები გახდნენ და დიდად ავნეს ერთმანეთს.

ამ გონებადაბნელებას რომ სახელმწიფოს კრახი შეიძლება მოჰყვეს, ამ კატეგორიის ხალხს არ აინტერესებს: დაბნელებულ გონებას არ შესწევს უნარი იმ კატეგორიებზე იფიქროს, როგორიცა სახელმწიფო, კულტურა, განვითარება, პერსპექტივა!

ეს უკვე საშიში ხდება და გარდატეხა თუ არ მოხდა, ორი პერსპექტივაა:
(ა) დარჩენი საღი ნაწილის (უმრავლესი ადამიანი საღია, მაგრამ არ სჯერა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების) კონსოლიდაცია და სიტუაციის ნორმალიზაცია იმ მიზნით, რომ განეიტრალდეს სიტუაცია, მოიხსნას საფრთხეები და იმ ნაწილსაც, ვიზეც ზემოთ ვისაუბრე, შეცვილ გარემოებებში მიეცეს საშუალება თავად გადააფასოს სიტუაცია, ანდა
(ბ) სიტუაცია მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ და

სასწორზე გარდაუვალად შეგდებული იქნება ორი რამ:
ან სახელმწიფოს შენარჩუნება და განვითარება,
ან დემაგოგიისა და პროქსი-პოლიტიკური ჯგუფების გამარჯვება და კონტროლის სრული დაკარგვა საკუთარ ქვეყანაზე.
ბოლო 30 წელია ადამიანების მიყვანა იდეოლოგიურ სიშლეგემდე, სიყალბის კულტივირება და იდეოლოგიური
ჭაობის შექმნა სწორედ ამ უკანასკნელ მიზანს ემსახურებოდა!
დღეს ნაწილობრივ მიზანი მიღწეულია!
შეშლილობა კი დაყვავებით არ ინკურნება!", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა