თეგებით ძიება

"მორწმუნე მეგობრებმა მითხრეს, რომ პუტინი სამარხვოა" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ერთი გოგოა, ჩემი ახლობელი, პანტერას გავს, მაგარ ტანზეა, აზიდული ცისფერი თვალებით, ოქროსფერი ხვეული თმებით, ცოტა მხეცია, ცოტაც პრინცესა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბარძაყზე თასმით აკრული, პირში ტყვიამიცემული ბერეტათი. რაც ომი დაიწყო, ნაპირებს გადავიდა, მოკალით, დატკეპნეთ, დაადუღეთ, ტანკში ზის, პუტინისკენ მიიწევს, რომ ხორცსაკეპში დაფქვას და ტარტარად მიირთვას და ამ საღამოს ერთად ვიყავით, ნამცხვარი არ გინდამეთქი და მეეეეოოოო??? მარხვაზე ვარ ჩემოკარქოოო........ჰოი ღმერთებო, მარხვაზეა, ყველს არ ჭამს, გესმით, ოთხშაბათობით ყველს არ ჭამს ეს პირსისხლიანი, იესო, მუჰამედ, ბუდა და კიდევ ვინ ხართ მანდ წამოდრანცული და გვიყურებთ ტელეეკრანზე, იგი ყველს არ ჭამს, არ ჭამს, არა, არც მაწონს, არც კარაქიან პურს, ძეხვზე ლაპარაკი ზედმეტია. არ გაწიროთ რა, დავიფიცებ, პურზე და წყალზეა.
პ.ს. მორწმუნე მეგობრებმა მითხრეს, რომ პუტინი სამარხვოა.
პპს. ზღაპრების მიხედვით ნაკურთხი ხმლით უნდა მოკვდეს", - წერს ფანჯიკიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა