თეგებით ძიება

"ქართული მედიის დიდი ნაწილი ჯიბრში უდგას ქვეყანას, თორემ სავსეა "იმედის" ვები დედაქალაქში გმირების ჩამოსვენებისას, მერი კალაძის მიერ დახვედრის კადრებით" - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ჩამოსვენებას და ხელისუფლების დახვედრის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მითხარით, რომ ბოროტია ქართული მედიის დიდი ნაწილი და ჯიბრში უდგას ქვეყანას, თორემ სავსეა "იმედის" ვები დედაქალაქში გმირების ჩამოსვენებისას, მერი კალაძის მიერ დახვედრის კადრებით.

PS სრული უზნეობაა ის რაც უგულავამ იკადრა, უზნეობა და ქაჯობა", - წერს ხიდაშელი.

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედროები, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს.

ცნობისთვის, 17 მარტს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას ქართველი მეომრები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა