თეგებით ძიება

"რუსეთი ეხვეწება აზერბაიჯანს, შეაჩეროს წინსვლა...ეს მხოლოდ დასაწყისია" - ზურა ბატიაშვილი

ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ქმედებებსა და რუსულ რეაქციებზე სოციალურ ქსელში წერს:

"გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა ყარაბაღში.
მოცემულ ეტაპზე რუსეთი ეხვეწება აზერბაიჯანს შეაჩეროს წინსვლა.
ვიმეორებ, რუსეთი ეხვეწება აზერბაიჯანს.
აი, ასეთი დროება დადგა დედამიწაზე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერს ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა