თეგებით ძიება

სტიქია იმერეთში - ძლიერმა ქარმა ტყიბულში 30-მდე შენობა დააზიანა

იმერეთში მესამე  დღეა ძლიერი ქარია. სტიქიამ  რეგიონში ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.  დაზიანებულია და სახურავის გარეშეა დარჩენილი შენობები. რეგიონში ელექტროენერგიის პრობლემებია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ტყიბულში, სადაც გამთენიისას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა მრავალსართულიან კორპუსებს და კერძო სახლებს. დაზიანებულია დაახლოებით 30 შენობა.  მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

"რომელიც არის კარგად დახურული არაფერი ხდება და რომელიცაა ცუდად გაკეთებული, გადახდილია. გარეუბნებშიც ახდილია სახურავები. შეიძლება ადამიანის მსხვერპლიც მოჰყვეს," - აცხადებენ ადგილობრივები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა