თეგებით ძიება

"კინაღამ მეორე ადამიანი ჩაგვაკვდა ხელში..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც ახლა პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ნამდვილი ქარიშხალი დავატრიალეთ დღეს!
ცხელი ხარჩოს ჩამორიგების შემდეგ ყველაზე პატარა უკრაინელების ჰიგიენის საშუალებებზე გავქანდით.
300 ცალი ჰიგიენური საფენი, სველი ხელსახოცები, ტაკოს კრემები ჩავტვირთეთ უამრავ კალათაში და მივადექით სალაროს..
რაოდენობას რომ გადახედა მოლარემ, კინაღამ მოსასულიერებელი გაგვიხდა.

რომ გაიგო რისთვის გვინდოდა ხმამაღლა გასძახა ვიღაცას… ის ვიღაცა სუპერმარკეტის მენეჯერი აღმოჩნდა… ახლა იმას ავუხსენით რისთვის გვინდოდა და კინაღამ მეორე ადამიანი ჩაგვაკვდა ხელში.
ჩვენს გვერდითა სალაროებიდან გადმოვიდნენ ჩვეულებრივი კლიენტები და მარკეტის ფასდაკლების ბარათები დააძრეს.
თითო ბარათით 2 ნივთის ყიდვა შეგვეძლო ფასდაკლებით. ვიუარე, არ შეგაწუხებთ მეთქი, მაგტამ არ მომეშვნენ და ატყდა გადაძახილები კლიენტებს შორის .

150 პოლონელი რიგრიგობით მოვიდა და ფასდაკლების ბარათი გაგვიტარა! 150!!!
ბოლო 2 პამპერსი რომ გავატარეთ გემრიელი სლავა უკრაინი შევძახეთ ????????????????????????
ჯამში 700 ზლოტის ეკონომია გამოგვივიდა და ამ დანაზოგით ხვალ დამატებით ხაჭაპურება მივიტანთ, რომელიც ლტოლვილად ქცეულმა უკრაინელებმა დაგვიკვეთეს დღეს.

მასწავლებლის სახლი (მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის) და ანა მახარაშვილის დახმარების გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა.
ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა