თეგებით ძიება

2 ოქტომბერს მზის დაბნელებაა - რა უნდა გააკეთოთ/არ გააკეთოთ ამ დღეს?

2024 წლის 2 ოქტომბერს მზის დაბნელება გვექნება. ასტროლოგებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს დღე განსაკუთრებული და გასცეს რჩევები, თუ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს. 

ეს მზის დაბნელება მოხდება ზოდიაქოს ნიშან ქალწულში.

ითვლება, რომ იმ მხარეში, სადაც დაბნელება ჩანს, უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს რთული ან მნიშვნელოვანი მოვლენები (მზის მომდევნო დაბნელებამდე). შემდეგი მზის დაბნელება მოხდება 2025 წლის 29 მარტს.

„ამ დღეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ცვლილებების მიმართ. თქვენ უნდა მოემზადოთ ტრანსფორმაციებისა და ცვლილებებისთვის პროფესიულ სფეროში“,- ამბობს ასტროლოგი.

თუ თქვენი ამომავალი ზოდიაქოს ნიშანი ან მთვარის ზოდიაქოს ნიშანი არის ქალწული, ან ამ ნიშანში ბევრი პლანეტაა თქვენს ნატალურ სქემაში, მაშინ შეიძლება იგრძნოთ ეს დაბნელება უფრო მძაფრად, ვიდრე სხვა ადამიანებმა.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე ემოციურად შედარებით რთული ვერძისთვის, კირჩხიბისთვის, მშვილდოსნისა და სასწორისთვის იქნება. ჯობს, დრო მშვიდად გაატაროთ, ხალხმრავალს შეკრებებსა და ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ და რადიკალური, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით იმაზე უკმაყოფილო აღმოჩნდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ.

დაბნელების დერეფანი კუროზე, ტყუპებზე, ქალწულსა და თევზებზე ემოციურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც, დაბნელების დერეფნის დასრულება ემოციურად განტვირთვისა და ძველი შიშებისაგან გათავისუფლების ეტაპი იქნება. ზოდიაქოს სხვა ნიშნები კი, ამ პერიოდს უფრო მშვიდად გაივლიან და თავიანთი მიზნების შეცვლა არ მოუწევთ.

„დაბნელების მომენტში მისი ყურება მკაცრად არ არის რეკომენდებული. ამ დროს უმჯობესია სახლში დარჩეთ, ფარდები დახუროთ, თავი შეიკავოთ საკვების ან წყლის მიღებისგან. ასევე რეკომენდებულია ლოცვების ან მანტრების კითხვა. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ სულიერად განვითარებად ფილმებს ან სერიალებს, თუ ეს შესაძლებელია, მიზანშეწონილია მიიღოთ აბაზანა (შხაპი, აბაზანა) ან, სულ მცირე, ჩამოიბანოთ ხელები“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა