თეგებით ძიება

"ბახვას ცხედარი რომ გამომატანოთ?...საერთოდ, იცის ვინმემ სად არის?..." - ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

ყოფილ დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ახლობელზე, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ ბახვა ჩიქობავაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მე რომ ჩამოვიდე?...
ბახვას ცხედარი რომ გამომატანოთ?...
... ან კი, დარჩა რაიმე ამდენი ხნის შემდეგ?..
... გამოიტანეთ მარიოპოლიდან?...
... უპატრონეთ?...
... საერთოდ, იცის ვინმემ სად არის?...
ჩვენ არაფერი ვიცით...
მოკლედ, არსებობს ვინმე სულიერი, ვინც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ექსპერტიზის შემდეგ, ბახვას ყველა ქრისტიანული წესის დაცვით მივაბარებთ თავის მამიკოს, ძმას, წინაპრებს...
რომ მამიდაჩემი სანთელს დაანთებს თავისი საამაყო შვილის საფლავზე და ვალმოხდილი წავა თავის ოჯახთან...
არსებობს ვინმე ღვთისმიერი?....", - წერს ხათუნა ხოფერია.

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან მებრძოლი ქართველი მეომარი, ბახვა ჩიქობავა 19 მარტს დაიღუპა. მისი ცხედრის საომარი მოქმედებების ზონიდან ჯერაც ვერ ხერხდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა