თეგებით ძიება

"საწვავი ღირს 2,75₾, მთავრობა რომ არ გართმევდეთ ზედმეტს საკუთარი არსებობისთვის" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში საწვავის ფასის ზრდას ეხმაურება და წერს:

"საწვავის, "რეგულარის" ფასი დღეს: 3,80₾ - აქედან 1,05₾-ს (აქციზი + დღგ) უხდით ხელისუფლებას ყოველი ლიტრის შეძენაზე.
საწვავი ღირს 2,75₾, მთავრობა რომ არ გართმევდეთ ზედმეტს საკუთარი არსებობისთვის.
რაზე იხარჯება ეს 1,5 ₾?
პასუხი:
არაკომპეტენტურ ხელუსუფლებაზე
არაპროფესიონალ ხელისუფლებაზე
კორუმპირებულ (ყველა გაგებით) ხელისუფლებაზე
პანდემიას ვერ/არ მართავს ეს ხელისუფლება და 100 000-ობით დოზა ფაიზერის ვაქცინას ნაგავსაყრელში ყრის.
ნაგავსაყრელში არის გადასაყრელი ზუსტად ეს “ბნელიტა”
ფაქტია, ხელისუფლება ქვეყანაში უნდა შეიცვალოს. სხვა ალტერნატივა აღარ დარჩა (არ დატოვეს)
მცირე მიტინგები/მსვლელობები გამოსავალი არ არის… ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება ტექნოკრატიული ხელისუფლება, დაკომპლექტებული არაკორუმპირებული, კომპეტენტური და პროფესიონალი კადრებით
ეს შესაძლებელია და ვინც ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე მგონი, დღეს უკვე ყველამ კარგად ვიცით
საქართველო გაიმარჯვებს", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა