თეგებით ძიება

"კარგი დროა, აფხაზებმა და ოსებმა განაცხადონ, რომ რუსულ ჯარში აღარასდროს იომებენ" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:

"აფხაზებმა და ოსებმა, ვინც ნებით არ მიიჩქარის და ვისაც მორიგ ფაშისტურ ომში ძალით მიერეკებიან, კარგი დროა, განაცხადონ, რომ რუსულ ჯარში აღარასდროს იომებენ და გადმოვიდნენ თავშესაფრისთვის ჩვენს საერთო და ერთადერთ დედაქალაქში. აიღებენ პასპორტს და აქედან მათ ვერავინ წაიყვანს. დაიცავს კანონიც და დავიცავთ ხალხიც.
სჯობს გმირობა ჩაიდინონ ამგვარი, საკუთარი თავისთვის, მეგობრობისთვის, სიმართლისთვის და სიყვარულის გამარჯვებისთვის, ვიდრე უსახელოდ ან კრიმინალის სახელით აფეთქდნენ უკრაინულ მიწაზე.
ცხადია, ჩუმადაც შეუძლიათ გადმოვიდნენ და დაიმალონ მეგობრებთან. თუმცა გაცხადებული სცენარი უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოსაც და ისედაც უფრო მამაცურია", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა